სიახლეები

სიახლეები

05 აგვისტო, 2022

გორში ზებრა გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ გორში ზებრა გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები დაიწყო.
ქვეითთა გადასასვლელები ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად განახლდება.
გარდა ამისა, გორში ხიდების მოწესრიგებაც მიმდინარეობს. აღნიშნული ნაგებობების დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების შემდეგ, იგეგმება სამღებრო სამუშაოების ჩატარება.
სააგენტოს მიერ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყოველდღიურად იცვლება გარეგანათების დაზიანებული სანათები, ხორციელდება სკვერების ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის მოვლა - პატრონობა, საჭიროების შემთხვევაში იწმინდება სანიაღვრე არხები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით