სიახლეები

სიახლეები

04 აგვისტო, 2022

გორის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპასა და საქართველოში გამართული ჩემპიონატების ჩემპიონები, პრიზიორი სპორტსმენები და მათი მრწვთნელები საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დააჯილდოვა.
გორელმა მოჭიდავეებმა, რომლებიც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს აღზრდილი სპორტსმენები არიან, მიმდინარე წელს საქართველოში გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატებში ჯამში 42 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 17 ოქრო, 11 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.
გარდა ამისა, გორელმა მოჭიდავეებმა აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, ხუთი ჩემპიონატიდან სამში გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვეს.
ამავე სპოტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპინატებში. მათ ხუთივე ასაკობრივ კატეგორიაში 14 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, 1 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
მიმდინარე წლის საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატები თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა. ამ ეტაპზე გორელი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადებიან.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითრების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით