გორის მუნიციპალიტეტის მერია

Gori Municipality City Hall

ცხელი ხაზი

577 500912

599 851788

599 220600

598 260001

კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

04 აგვისტო, 2022

შეხვედრა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმოადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას უძღვებოდნენ თემატური მოკვლევის წევრი დეპუტატები და დონორი ორგანიზაციის პარტნიორი ექსპერტი.
ღონისძიება აღნიშნული საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევის „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის (გაზი, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის ფარგლებში გაიმართა.
გარდა ამისა პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ასევე შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ქალებისა და გოგოების ფოკუს ჯგუფებთან.
მოკვლევის ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების ჩატარებას საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (გორი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ქობულეთი, ამბროლაური).
თითოეულ მუნიციპალიტეტში იგეგმება სამ - სამი შეხვედრის ჩატარება.
თემატური მოკვლევა ინფრასტრუქტურაზე ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობის შესახებ, ტარდება გაეროს განვითარების პროგრამისა(UNDP) და ეროვნული დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები
სიახლეები
09 აგვისტო, 2022
ლექცია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო ლექციას დაესწრნენ.

გაიგე მეტი
სიახლეები
08 აგვისტო, 2022
8 აგვისტო გორში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.

გაიგე მეტი
სიახლეები
07 აგვისტო, 2022
სანთლების აქცია გორში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

გაიგე მეტი
მიწერე მერს
გაიგე მეტი
სამოქალაქო ბიუჯეტი
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით