სიახლეები

სიახლეები

03 აგვისტო, 2022

ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება

სოფელ ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება.
ტანას ხეობა გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 150 ახალგაზრდას უმასპინძლებს.
ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 3 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს.
პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა.
ბანაკი 12-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სამ ეტაპად უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება.
სააპლიკაციო ფორმა - https://docs.google.com/.../1FAIpQLScrXIjFdifNs3.../viewform

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით