სიახლეები

სიახლეები

02 აპრილი, 2018

არა თამბაქოს ! NO SMOKING !

საქართველოს კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიხედვით, აკრძალვები ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჯანდაცვის ცენტრის წარმოამდგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ახალი კანონით გათვალისწინებულ ნორმებსა და იმ ჯარიმების რაოდენობებზე, რომლებიც როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის დაწესდება.

კანონის თანახმად, თამბაქოს (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის) მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ შენობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტებში (გარდა ტაქსისა) და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. კანონდაღვევისათვის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით (განმეორების შემთხვევაში 1000 ლარი). ფიზიკური პირებისთვის ჯარიმის ოდენობა 50 ლარითაა განსაზღვრული (განმეორების შემთხვევაში100 ლარი). კანონის მიხედივით, აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილებში. კანონის ამოქმედებამდე (ა)იპ „გორის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა დაწესებულებებში გამართავენ. #არათამბაქოს

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით