სიახლეები

სიახლეები

27 ივლისი, 2022

გორში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რა დროსაც ალექსანდრ ვინიკომა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ნატო - საქართველოს პარტნიორობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის შესახებ ისაუბრეს.
საუბარი ძირითადად მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.
საუბრის ბოლოს მხარეები კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრ ვინიკოვმა საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან გამართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით