სიახლეები

სიახლეები

21 ივლისი, 2022

გორში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ გახსნას დაესწრო.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს გამარჯვებული პროექტია.

პროექტი სამინისტროს, უნივერსიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ დღეს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდება.
ფესტივალში ქართველ ხელოვანებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სტუმრები ოთხი ქვეყნიდან.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მასტერკლასები, საჯარო ლექციები, ფოტოგამოფენები, მუსიკალური ნომრები, ფილმების ჩვენება და განხილვა.

ხვალ გორის ერისთავის თეატრში გაიმართება ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელის“ გამარჯვებულების დაჯილდოება.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელის“ გზავნილია „ხელოვანები მშვიდობისათვის“ და მიზნად ისახავს ხელოვნების როლის წარმოჩენასა და ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით