
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

05 ივლისი, 2022
ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ხორციელდება სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 881 მეტრია, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, რეაბილიტირდება მიერთებებიც და ეზოებში შესასვლელებიც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.