სიახლეები

სიახლეები

05 ივლისი, 2022

გორელი ახალგაზრდები ამერიკელმა ტრენერებმა გადაამზადეს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტის „დიალოგი და განსხვავებას“ დასკვნითი ღონისძიება გორში, კულტურის ცენტრში გაიმართა.

პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა მაყურებელს ფორუმ თეატრი წარუდგინეს.

წარმოდგენის შემდეგ, პროექტის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებას გორის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, მოზარდები 3 დღის განმავლობაში ეუფლებოდნენ ფორუმ თეატრის, ფილმის გადაღებისა და ინტერვიუს ტექნოლოგიებს.

ვორქშოფებს, ამერიკელი ხელოვანები ქართველ კოლეგებთან ერთად უძღვებოდნენ და ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნების სწავლების აპრობირებულ მეთოდებს სთავაზობდნენ.

საერთაშორისო პროექტი გორში, გორის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand” - მა “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან“ (CSDC) პარტნიორობით განახორციელა.

პროექტი გორის გარდა, თბილისსა და ზუგდიდში ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით