სიახლეები

სიახლეები

28 ივნისი, 2022

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მალე დასრულდება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელებისა და ბორდიურების მოწყობას.

ორივე ქუჩას, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება, ორ ათეულ წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს. 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით