სიახლეები

სიახლეები

17 ივნისი, 2022

გორში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

გორში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ერთ - ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის და მიხარია, რომ ამ მიმართულებით კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა. ეს ცენტრი ევროკავშირის გრანტის ფარგლებში მოეწყო და იმედი მაქვს, რომ დაეხმარება ტურისტებს უკეთესი მარშრუტები დაგეგმონ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს ადგილი საინტერესო ღონისძიებებით დაიტვირთება და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ადგილობრივებისთვისაც.
მინდა მოგილოცოთ ცენტრის გახსნა, წარმატებები და ტურისტების სიმრავლეს გისურვებთ!“ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ტურისტული ობიექტი ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. ცენტრი როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს. მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ. აქვე მოხდება საინტერესო მარშრუტების დაგეგმვაც.

ახალი საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით მოეწყო.

გრანტი გორის მუნიციპალიტეტმა ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღო

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით