სიახლეები

სიახლეები

16 ივნისი, 2022

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაცია

გორში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ახალგაზრდული კლუბის პრენეტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, კლუბის წევრები, მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

ახალგაზრდული კლუბი #მევგეგმავჩემიქალაქისბიუჯეტს კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელებაში.

ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახორციელებენ საჭიროებების კვლევას და მენტორობას გაუწევენ მოქალაქეებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინიციტივო წინადადებების მომზადების პროცესში.

გორის მუნიციპალიტეტი „სამოქალაქო ბიუჯეტით“ მოსახლეობას მათივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად 3 000 000 ლარია გამოყოფილი. თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე თანაბრად გადანაწილდება.

საინიციატივო წინადადებების მიღება 1 ივნისიდან 29 ივლისამდე გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში ინიციატივების წარმოდგენას შეძლებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები 16 წლიდან.
წინადადების წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://bit.ly/3GGW698

მოქალაქეებს შევსებული ფორმის წარმოდგენა შუძლიათ როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გრიგოლ ფერაძის №5), ასევე ელ. ფოსტაზე - samokalakobiujeti.gori@gmail.com
საკონტაქტო ნომერი -592 00 15 66;

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო. პროგრამის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს”. 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით