
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 ივნისი, 2022
„მაისის გაზომვის თვე- MMM”- ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას საქართველო წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა.
აქციაში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ მეჯვრისხევში გაიმართა, გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილიც დაესწრო და მონაწილეობა მიიღო.
მეჯვრისხევსა და მერეთში იმყოფებოდა ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
აქციის ფარგლებში, დარგის სპეციალისტებმა მოსახლეობას ჰიპერტენზიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს და საინფორმაციო მასალებიც გადასცეს.
„მაისის გაზომვის თვის“ კამპანიაში მსოფლიოს მასშტაბით 100-მდე ქვეყანაა ჩართული.