სიახლეები

სიახლეები

28 მარტი, 2018

სადგურის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება

მარაბდელის, გაბაშვილის, თრიალეთის, ატენის ქუჩის მონაკვეთებისა და კეცხოველის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო. „სადგურის დასახლებაში საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგება, მიმდინარე სამუშაოებთან ერთად დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამ უბანში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში 10 მილონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო გამწმენდი ნაგებობა და საკანალიზაციო ქსელი, რომელიც დასახლებას არასდროს ჰქონია. რებილიტირდა 14 ქუჩა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები.“ - აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 4 თვეში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 358 293 ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტრუქტული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 34%-ს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს.

#გორისაგზაოინფრასტრუქტურისმოწესრიგება #სადგურიგზებისრეაბილიტაცია

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით