სიახლეები

სიახლეები

07 ივნისი, 2022

„სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მიღება დაიწყო

„სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ ფარგლებში საინიციატივო წინადადებების მიღება დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტი „სამოქალაქო ბიუჯეტით“ მოსახლეობას მათივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სახის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. 

პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თვითმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოქალაქეების იდეების  განსახორციელებლად 3 000 000 ლარია გამოყოფილი.

თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე თანაბრად გადანაწილდება. 

საინიციატივო წინადადებების მიღება 1 ივნისიდან 29 ივლისამდე გაგრძელდება.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ,  16 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ მათთვის პრიორიტეტული ინიციატივები ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

 წინადადების წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://bit.ly/3GGW698 

მოქალაქეებს შევსებული ფორმის  დარეგისტრირება გორის მერიის შენობაში  (გრიგოლ ფერაძის №5) ან  ელ-ფოსტის საშუალებითაც შეუძლიათ.

 ელ-ფოსტის მისამართი: samokalakobiujeti.gori@gmail.com

საკონტაქტო ნომერი -(592 00 15 66) 

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია  და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ახორციელებს. 

პროგრამის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოს”.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით