სიახლეები

სიახლეები

01 ივნისი, 2022

გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

თეატრის სკვერში, სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სკოლების მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დაათვალიერეს.

აღნიშნულ სკვერში, დილიდან პატარებს და არა მარტო პატარებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს, მოეხატათ სახე და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გადაეღოთ ფოტოები.

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღია კარის დღე იყო გამოცხადებული ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საბრძოლო დიდების მუზეუმში. გარდა ამისა, საბრძლო დიდების მუზეუმი მასპინძლობდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენასაც.

ღონისძიებები გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით. 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით