სიახლეები

სიახლეები

01 ივნისი, 2022

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პატარები ანიმაციური ფილმის ჩვენებაზე

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
კინოთეატრ „კავეაში“ სეანსის დაწყებამდე, არბოსა და ქვემო ნიქოზის სკოლის მოსწავლეებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, აბელ აბესაძესთან ერთად შეხვდა. ბავშვებმა მულტფილმი „ზღარბი სონიკი“ საბურთალოს სითი მოლში ნახეს.
ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კინოთეატრ „კავეას“ თანამშრომლობით მოეწყო. აქტივობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით