სიახლეები

სიახლეები

21 მაისი, 2022

პრემიერი ნიქოზში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია. 

მთავრობის მეთაურს ადგილზე მასპინძელმა ფერმერებმა, ელზა ოქროპირიძემ და ვლადიმერ მარიამიძემ უმასპინძლეს, რომელთაც სოფელ ქვემო ნიქოზში 1.10 ჰა მიწა აქვთ რეგისტრირებული და პრემიერის მიერ ინიცირებული  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” სარგებლობენ.

პრემიერი სასათბურე მეურნეობის მიმდებარედ სოფელში მცხოვრებ ფერმერებსაც შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც,  100 ათასზე მეტ  ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა. 

როგორც ფერმერებთან შეხვედრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის მეთაურს განუმარტა, 1200-ზე  მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გაააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარებაც გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა. 

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და პროგრამის ბიუჯეტი  35 მლნ  ლარია.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით