
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

16 მაისი, 2022
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
დამთვალიერებლები გორელი კერამიკოსების გივი ტატულაშვილისა და ალექსი ლომიტაშვილის მასტერ-კლასებით განსაკუთრებით დაინტერესდნენ და აქტიურად ჩაერთნენ თიხის დამუშავების პროცესში.
გამოფენაზე წარმოდგენილი საინფორმაციო მასალებით, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი რესტორნების, სასტუმროების, კვებისა და ტურისტული ობიექტების შესახებ.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“, ბათუმში, 13-15 მაისს ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.