სიახლეები

სიახლეები

00 , 0000

გორის მერი აძვიდან გატაცებულების ოჯახის წევრებს შეხვდა

კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ აძვში იმყოფებოდა. დღეს აღნიშნული სოფლის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა სოფლების - ახალუბნისა და აძვის მკვიდრები დააკავეს. ორივე სოფელი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული ე.წ. მესაზღვრეებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია, როგორც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, ასევე, ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. მათი გათავისუფლების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“ - აღნიშნა გორის მერმა დაკავებულების ოჯახის წევრებთან საუბრისას. თანასოფლელების განცხადებით, გატაცებულებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, აღნიშნული პირების დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ ორივე მამაკაცი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით