
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

13 მაისი, 2022
გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ბერშუეთისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი, რომელიც ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც გაივლის, მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. გზის სიგრძე 3 265 გრძივ მეტრია.
გარდა საავტომობილო გზის მონაკვეთისა, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობასაც.
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.