სიახლეები

სიახლეები

10 მაისი, 2022

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა.
მიმდინარე შესყიდვების მიხედვით იგეგმება:
✅ იაკობ ჯუღაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები.
ქუჩის სიგრძე 450 მეტრია.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 589 710 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=458267&lang=ge
✅ ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია;
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
ქუჩის სიგრძე 380 მეტრია.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 440 280 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457517&lang=ge
✅ ტინისხიდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ნაწილობრივ მჭიდროდ დასახლებულ უბანს გაივლის.
მისი სიგრძე 680 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
✅ დიდ გორიჯვარში შიდა გზის რეაბილიტაცია;
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 332 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
✅ რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 225 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომელის მიზანიც ტინისხიდში, დიდ გორიჯვარსა და სადგურის დასახლებაში გზების რეაბილიტაციაა, 1 015 510 ლარია.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457350&lang=ge

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით