სიახლეები

სიახლეები

06 მაისი, 2022

სემინარი სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მსმენელები საგანგებო მართვის გეგმის პირველადი დრაფტის მომზადებასა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსების პროცედურებზე მუშაობდნენ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტები.
სწავლება ითვალისწინებდა როგორც თეორიულ მეცადინეობებს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
შეხვედრაზე განიხილეს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია, მოსახლეობის დაცვის მეთოდები, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები და სხვა მნიშვნელოვან საკითხები.
სწავლება სპეციალური პროგრამის "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირება საქართველოში" განხორციელდა, რომელიც საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში სამ ეტაპად ტარდება.
პროგრამის მიზანი თითოეული მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის პროექტის შემუშავება და შემდგომში საკრებულოების მიერ გეგმების დამტკიცება იქნება.
პროექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით