სიახლეები

სიახლეები

03 მაისი, 2022

"ადგილობრივი დემოკრატიის ჩემპიონი" ბექა ასანიძე გახდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ადამიანთა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ გამარჯვებული გახდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ბექა ასანიძემ „ადგილობრივი დემოკრატიის ჩემპიონის“ ტიტული პროექტის 22 მონაწილეს შორის მოიპოვა.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ თურქეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები. თითოეული ქვეყნის გუნდის წევრები იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტებიდან.

პროგრამა მიზნად ისახავდა სექტორთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ადგილობრივი დემოკრატიის გაუმჯობესებას, შვედეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და შემდგომ დანერგვას მუნიციპალურ დონეზე.

#humanrightsasedapproach
#icld
#localdemocracy
#gorimunicipality 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით