სიახლეები

სიახლეები

29 აპრილი, 2022

შშმ პირები პარაოლიმპიური სპორტის სახეობას „ბოჩას“ ეუფლებიან

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის „ბოჩა - ჩვენთვის აქტიური სპორტის“ ფარგლებში შშმ პირები პარაოლიმპიური სპორტის სახეობას „ბოჩას“ ეუფლებიან.

პროექტის მიზანი, აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარება და სხვადასხვა დონის შეჯიბრებებში წარმატებული მონაწილეობაა. გარდა ამისა, „ბოჩა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აძლევს აქტიური ცხოვრების საშუალებას, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხსა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებს საქართველოს ბოჩას ფედერაციის გენერალური მდივანი და მთავარი მწვრთნელი თინათინ რევაზაშვილი ავარჯიშებს. დღეს, ვარჯიშს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი დაესწრო.

„გორის მერია მაქსიმალურად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ამ ეტაპზე, შშმ პირები ბოჩას თამაშს სწავლობენ. აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში წელს პირველად ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, მისი ბენეფიციარები არაერთხელ გვასახელებენ“ - გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით