სიახლეები

სიახლეები

28 აპრილი, 2022

გორის მერმა სოციალური და გარემოსდაცვითი საწარმო დაათვალიერა

„მიხარია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში სოციალური და გარემოსდაცვითი საწარმოები ფუნქციონირებს. გორელმა მეწარმეებმა აღნიშნული ობიექტების გახსნა და ათეულობით ადგილობრივის დასაქმება ევროკავშირის დახმარებით შეძლეს. უზომოდ მადლიერი ვარ და ვაფასებ ევროკავშირის მხარდაჭერას.
დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ხელშეწყობით მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი კომერციული ობიექტი გაიხსნება.
პირადად გავეცანი არსებული საწარმოების საქმიანობას. მათ უკვე საკმაოდ დიდი წარმატებები აქვთ და მჯერა, რომ კიდევ უფრო განვითარდებიან. გორის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ლია მამულაშვილთან ერთად, მედიატურის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი საწარმო დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ საწარმო „ლიდერთან“ გორის მერია რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. შედაგად, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულ ქალბატონები ჭრა - კერვას და მოდელირებას უსასყიდლოდ სწავლობენ. თანამშრომლობის მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა.
მედიატური გაიმართა CENN-ის პროექტის „EU4Youth – საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის (SEED)“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით