სიახლეები

სიახლეები

20 აპრილი, 2022

სისხლის დონაციის აქცია

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპების თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ უანგაროდ გაიღეს სისხლი, რითიც გამოხატეს თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. ჩაბარებული სისხლი საჭიროების შემთხვევაში გაიგზავნება უკრაინაში.
აქცია, რომელშიც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ორგანიზაცია “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა” ჩაატარა.
გორის მერია მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ერთად, საჭირო სისხლის მარაგის შექმნის მიზნით, მსგავს აქციებში ეტაპობრივად იღებს მონაწილეობას. თითოეული ჩვენგანის მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით