
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

13 აპრილი, 2022
ადგილობრივი ფერმერების წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ვებგვერდი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილია ვებგვერდი Agrofarm.Ge.
ვებგვერდზე განცხადების განთავსება უფასოა. სახლიდან გაუსვლელად წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობის გარდა, პორტალის დახმარებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიწის ნაკვეთის გაქირავება, სასურველი პროდუქტის, აგრო ან ფერმერული მაღაზიების მოძიება და სხვადსხვა სახის მომსახურების მიღება.
გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და მერის წარმომადგენლებს სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ვებგვერდის Agrofarm.ge - ის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.
„აგრო ფარმის“ ელექტრონული პლატფორმის მუშაობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შეხვედრის მიმდინარეობისას მერის წარმომადგენლებს გადაეცათ საინფორმაციო მასალაც.
ვებგვერდი შეიქმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის გათვალისწინებით. აღნიშნული გეგმა კი მომზადდა ევროკავშირის ახალ ინიციატივას - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), ფარგლებში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტი 2017 წელს შეურთდა.
ვებგვერდი იხილეთ ბმულზე - https://agrofarm.ge/
დამატებითი ინფორმაციისთვის და დახმარებისთვის მიმართეთ მერის წარმომადგენლებს ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე- 599 85 44 19, 577 77 06 67;