სიახლეები

სიახლეები

12 აპრილი, 2022

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაშავებული ქალბატონი მოინახულა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ის საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, რომლებსაც უამინდობის გამო სახურავები დაუზიანდა.

უამინდობამ პრობლემები შექმნა გორში. ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს, დაზიანებულია მე -4 საჯარო სკოლის დარბაზის სახურავის ნაწილი.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. მუნიციპალიტეტის მერმა ის საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, რომლებსაც უამინდობის გამო სახურავები დაუზიანდა.

“მაქსიმალურად დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესწავლა. შემთვევის ადგილებზე უკვე მოხდა დათვალიერება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტაბილურია 82 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწარაფო დახმარების ჯგუფმა მას გაუწია შესაბამისი დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით