სიახლეები

სიახლეები

07 აპრილი, 2022

დასაქმების ხელშეწყობა

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ჭრა - კერვა - მოდელირების კურსებს დააფინანსებს.

თანადაფინანსების პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯები განვითარებისათვის“ ახორციელებს.

სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლები უსასყიდლოდ შეისწავლიან ჭრა - კერვა - მოდელირებას.

სწავლების საფასურს სრულად აანაზღაურებს გორის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი განვითარებისათვის.“

კურსის ხანგრძლივობა 3 თვე (კვირაში 2 დღე, დღეში 3 სთ).
მსმენელები ჭრა-კერვის კურსის პარალელურად გაივლიან სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ფონდების მოძიების ტრენინგებს.

ტრენერის კონსულტაციების შედეგად, საინტერესო იდეების გარშემო მომზადდება ბიზნესგეგმები.

პროექტი „სოციალურად დაუცველი ქალების დასაქმება სწავლების გზით“ ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მსურველების რეგისტრაცია გაგრძელდება 10 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ: 595908691

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით