სიახლეები

სიახლეები

04 აპრილი, 2022

გორში „გლობალური ტური ლაზერულ სირბილში“ გაიმართა

გორმა ლაზერულ სირბილში „გლობალურ ტურს“ უმასპინძლა.

სხვადასხვა ასაკის მოზარდებმა, საქართველოს მასშტაბით, გარბენში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაინტერესება და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს ყველა ისეთ პროექტს, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებასა და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას გულისხმობს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით