
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

31 მარტი, 2022
გორის მუნიციპალიტეტში, გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე გზის საფარის აღდგენა ხორციელდება გორის ციხის მიმდებარედ.
უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა და სამუშაოების დაწყებაც შეაფერხა.
საფარის აღდგენას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა - შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
ხელშეკრულება გულისხმობს გზის ორმოულ სარემონტო სამუშოების წარმოებას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.
გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოებისთვის დამატებითი თანხებიც გამოიყოფა.