სიახლეები

სიახლეები

29 მარტი, 2022

პროექტი „წარმატებული მომავლისათვის“

გორის მუნიციპალიტეტის მერია, სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, პროექტს „წარმატებული მომავლისათვის“ აგრძელებს.

პროექტის ფარგლებში, სკრის საჯარო სკოლაში, სახალხო დამცველის აპრატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ნაადრევი ქორწინებისა და მავნე ჩვევებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

პროექტი „წარმატებული მომავლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამითაა“ დაფინანსებული და ერთი წლის განმავლობაში, ინგლისური ენის, შემეცნებით და სპორტულ-გასართობ აქტივობებსაც ითვალისწინებს.

პროექტს ახორციელებს ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია ა(ა)იპ ,,ბეთლემი“.

პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების გზით, სკრის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდების სხვადასხვა უნარ - ჩვევების შესწავლა და აქტიურ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით