
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 მარტი, 2018
გორში, ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. დაუნის სინდრომის მქონე პატარებმა და ახალგაზრდებმა ერისთავის თეატრის მსახიობებთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად წარმოდგენა გამართეს. ღონისძიების მონაწილეები და მაყურებლები შეუერთდნენ მსოფლიო კამპანიას გზავნილით "რას ვმატებ საზოგადოებას" და სიმბოლური ფოტოები გადაიღეს. დღევანდელი წარმოდგენა გორის მერიის, "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის", "გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" და „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.
#რასვმატებსაზოგადოებას #წინდამინდა #გორისმერია