სიახლეები

სიახლეები

17 მარტი, 2022

სოფლის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა გრძელდება.
შეხვედრებს, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივები ხმათა უმრავლობით არჩევენ, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება.


სოფლის კრებები და კონსულტაციები თებერვლის თვეში დაიწყო და მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 -დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.


2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით