სიახლეები

სიახლეები

14 მარტი, 2022

სასკოლო დებატი 2022

ჩემპიონატი ბრიტანულ საპარლამენტო დებატებში სახელწოდებით ,,სასკოლო დებატი 2022“ დასრულდა.

ჩემპიონატის გამარჯვებულები № 9 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანა და ლალი გიგაურები გახდნენ.
შეჯიბრება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების 24 გუნდი და 48 მოსწავლე მონაწილეობდა.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,შიდა ქართლის ახალგაზრდულმა ცენტრი - ინოვატორი“ განახორციელა. ჩემპიონატთან ერთად პროექტი ბრიტანული საპარლამენტო დებატების თემაზე ახალგაზრდების წინასწარ დატრენინგებასაც ითვალისწინებდა.

ბრიტანული საპარლამენტო დებატები არგუმენტებით ფორმალური შეჯიბრებაა, რომელშიც 4 ჯგუფში განაწილებული 8 სპიკერი ფორმალურად პრემიერ-მინისტრის და ოპოზიციის ლიდერებს წარმოადგენს. თამაშის წესების მიხედვით, მთავრობის გუნდი წარადგენს მოქმედების გეგმას დასაბუთებული არგუმენტებით, ხოლო ოპოზიციის გუნდი ამტკიცებს მთავრობის გადაწყვეტილების უმართებულობას.

დებატების ჩემპიონატის მიზანია მონაწილეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავება და პიროვნების საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით