სიახლეები

სიახლეები

21 მარტი, 2018

გორის მერმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

თითოეულ თქვენგანს და ყველა თქვენს კოლეგას ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს. თავისუფალი მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისა. სოციალურ ქსელში პირველი პირდაპირი ეთერი ამ მნიშვნელოვან თარიღს შეგნებულად დავამთხვიეთ.“ - განაცხადა ეთერის მიმდინარეობისას კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კითხვებს 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა. მან ეთერის დასასრულს დღევანდელი დღისთვის მომზადებული ტორტი ჟურნალისტებთან ერთად საზეიმოდ გაჭრა.

მომავალში გორის მერსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია „ლაივსტიმის“ პროგრამის საშუალებით თვეში ერთხელ შედგება. ეთერი სოციალური ქსელის „facebook.com“ - ის საშუალებით აქტიურად დაანონსდება. კონსტანტინე თავზარაშვილი პირდაპირ ეთერში მოსახლეობისთვის საინტერესო კითხვებს ერთი საათის განმავლობაში უპასუხებს.

გარდა ქართული ჟურნალისტიკის დღისა, 21 მარტს საქართველოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. გორის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, აღნიშნული სინდრომის მატარებელი ადამიანების მიმართ სოლიდარობა ფერად წინდებთან ერთად ფოტოების გადაიღებით გამოხატეს.

ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წლიდან, ხოლო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით