სიახლეები

სიახლეები

01 მარტი, 2022

გორის მუნიციპალიტეტი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი შტაბი დღეიდან ამოქმედდა.
უკრაინელი ხალხის მხარდასაჭარედ და სოლიდარობის ნიშნად, მერიის შენობაში გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთების შეძენა მოხდება მერიის მიერ.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს ყველას - სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რიგით თანამოქალაქეებს!
გორის მუნიციპალიტეტის მერია ასევე მზადაა მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. დღეს მერის მოადგილე გორში მყოფ უკრაინელებს შეხვდა და მათ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.
შტაბის მისამართია:
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა. გრიგოლ ფერაძის N5.
გორის მუნიციპალიტეტის მერია - საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით