
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

13 აპრილი, 2018
გორის მერმა სამებისა და ნინოშვილის ქუჩების სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. „2018 წელს გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამებისა და ნინოშვილის ქუჩების რეაბილიტაციით დაიწყო. მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით ჯამში 24 ქუჩა კეთილმოეწყობა. მალე დაიწყება სადგურის დასახლებაში დარჩენილი 4 ქუჩის მოწესრიგებაც.
"ამ უბანში აღნიშნული ქუჩების რებილიტაციასთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწერიგებაც სრულდება.“ - აღნიშნა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას კონსტანტინე თავზარაშვილმა. პროექტების მიხედვით იგეგმება სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილის, საფეხმავლოებისა და სანიაღვრეების რეაბილიტაცია.
მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მათი განცხადებით, ნინოშვილისა და საამების ქუჩების სრული რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა. დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს. ორივე ქუჩის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 590 000, ნინოშვილის ქუჩისა კი 894 773 ლარს შეადგენს. სამების ქუჩას შპს „იბოლია“, ხოლო ნინოშვილის ქუჩას შპს „შარა“ კეთილმოაწყობს. სამების ქუჩის რეაბილიტაცია 3 თვეში, ხოლო ნინოშვილის ქუჩისა 6 თვეში დასრულდება.
#ინფრასტრუქტურა2018
ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.