
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 თებერვალი, 2022
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს შენობის, გათბობის, წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემების სრულ რეაბილიტაციას, ეზოს შემოღობვას, ჭიშკრის ორი ახალი კარის მონტაჟსა და ეზოში არსებული სამანქანო გზების მოასფალტებას, სპორტდარბაზის გამაგრებას, დარბაზის დამხმარე ნაგებობის დემონტაჟსა და მის ადგილზე სამსართულიანი ფრთის მიშენებას, ბუფეტის, სამზარეულოსა და სამედიცინო ოთახების მოწყობას.
სკოლის შენობა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აშენებული. მათ შორის ორი ნაწილი სასაწავლო დანიშნულებისაა, მესმე ნაწილში კი სპორტდარბაზია განთავსებული.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დიდ მეჯვრისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა ექნება.
ამ ეტაპზე, სკოლის 416 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხელთუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მათი ტრანსპორტირების ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს.
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.