სიახლეები

სიახლეები

15 თებერვალი, 2022

გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდობის განვითარების ახალი სტრატეგია აქვს

გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდობის განვითარების ახალი სტრატეგია აქვს.

დოკუმენტი, რომელიც დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმდინარე წლის 14 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა.

2022-2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგიის მიზანი 14 - დან 29 წლამდე ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა.

დოკუმენტი მომზადდა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. მისი მომზადების ყველა ეტაპში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები (ახალგაზრდები).

სტრატეგია ეფუძნება „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას“ ახალგაზრდობის სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ კვლევას, ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეგროვებულ ინფორმაციებსა და იდეებს.

გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრული სტრატეგია 2018 წლიდან აქვს. 2022-2026 წლების ახალგაზრდული სტრატეგიის დამტკიცების პარალელურად, 2018 წლის განკარგულება „გორის მუნიციპალიტეტის ახლაგაზრდული სტრატეგიის 2019-2028 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა.

იხილეთ გორის მუნიციპალიტეტის 2022 – 2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგია: https://drive.google.com/.../1LVJoTatJmpormw5VOBC.../view... 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით