სიახლეები

სიახლეები

11 თებერვალი, 2022

გორში, საზოგადო მოღვაწის ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი გაიხსნა

გორში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გორელებისთვის საყვარელი პროვიზორისა და საზოგადო მოღვაწის - ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი გაიხსნა.

დღეს, გორელებისთვის საყვარელი რეცეპტარის დაბადების დღეა.

ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ოჯახის წევრებთან ერთად, ძეგლთან შეიკრიბნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრიფონ გამსახურდიას ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს.

ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების ავტორი, ყველასათვის საყვარელი ,,ძია ტრიფონა“ დაიბადა 1896 წლის 11 თებერვალს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში, 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ოჯახთან ერთად, გორში ცხოვრობდა.

გამსახურდიამ გორის ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტხანს იმუშავა. იყო აფთიაქის რეცეპტარიც, მუშაობდა კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქის აფთიაქის გამგედ, სხვადასხვა პერიოდში იყო პროფკავშირის სამაზრო და საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგე, გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და ა.შ.

ტრიფონ გამსაურდიას გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის საუკეთესო ტექნიკით - რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებითა და ბიოქიმიის ლაბორატორიით.

ტრიფონ გამსახურდია არჩეულია გორის საპატიო მოქალაქედ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით