სიახლეები

სიახლეები

07 თებერვალი, 2022

"სამოქალაქო ბიუჯეტი 2022"

✅გორის მუნიციპალიტეტის მერია 3 მილიონამდე ლარს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დახარჯავს.
45 პროექტი ადგილობრივებმა 2021 წელს ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს და ინიციატივები განსახორციელებლად მერიას წარუდგინეს.
გასული წლებისგან განსხვავებით, 2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე კულტურული, სოციალური, სპორტული და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებასაც. დაიწია ასაკობრივმა ზღვარმაც, პროგრამის მიხედვით, ინიციატივების წარმოდგენა მოქალაქეებს უკვე 16 წლიდან შეეძლოთ.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ დემოკრატიული პროცესია და აძლევს მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თავად გადაწყვიტონ რა არის მათ ადმინისტრაციულ ერთეულში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაში გამოიყენონ საბიუჯეტო თანხები.
პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2021 წლებში 200 პროექტი წარმატებით განხორციელდა.
გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განსახორციელებლი პროექტები: https://docs.google.com/.../1x05pXJDgGbQ3PH8jce7A.../edit...

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით