სიახლეები

სიახლეები

28 იანვარი, 2022

შეხვედრა პარასპოსრტსმენებთან

ეტლითხილამურების ჩემპიონატის ,,ბაკურიანი 2022“-ის პრიზიორ გორელ პარასპორტსმენებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების,სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი გოგშელიძე შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
ეტლითხილამურის ჩემპიონატი – ,,ბაკურიანი 2022“ პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში დაბა ბაკურიანში წელს მესამედ გაიმართა. შეჯიბრებაში გორის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გორელმა გიორგი მოდებაძემ ინდივიდუალურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრებაში გორელი პარასპორტსმენების გარდა, მონაწილეობდნენ თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცები.
გორის მუნიციპალიტეტის მერია სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით ხელს უწყობს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ,,ახალგაზრდული მედია კავშირის“ მიერ მოწყობილ ისეთ სპორტულ ღონისძიებებში, როგორიცაა პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით