სიახლეები

სიახლეები

21 იანვარი, 2022

სოფლებში გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოცხადდა ვ

✅ ბერშუეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. გზის სიგრძე 3 265 გრძივ მეტრს შეადგენს. გარდა საავტომობილო გზის მონაკვეთისა, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, ეზოებისა და მიერთებების მოწყობასაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 681 980 ლარის.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436730&lang=ge

✅ საუბნო გზების რეაბილიტაცია ხიდისთავში

სოფელ ხიდისთავში საუბნო გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აქედან, ერთი მონაკვეთი 641 გრძივ მეტრს, ხოლო მეორე მონაკვეთი 2 444 გრძივ მეტრს შეადგენს. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოეწყობაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 011 480 ლარია.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436456&lang=ge

✅ წედისის, ბნავისის, ოლოზისა და ღვარების გზის რეაბილიტაცია

წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი იწყება. გზის სიგრზე 5 800 გრძივი მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 745 860 ლარის შეადგენს.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=436679&lang=ge

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით