სიახლეები

სიახლეები

05 მარტი, 2018

გორის მერმა კარალეთში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ძევერა-შერთულის 2 760 მეტრიანი და ტირიფონის არხიდან არცევამდე 9 000 მეტრიანი სამელიორაციო სისტემის მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება. შედეგად 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გასარწყავიანდება სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობას გასარწყავიანების პრობლემა აღარ შეაწუხებს.

ქვეშში, ქვემო არცევში, სათემოში, კარალეთში, ქიწნისში, პატარა და დიდ გარეჯვარში ადგილობრივ მოსახლეობას გაუმართავი სამელიორაციო სისტემა სამ ათეულ წელზე მეტი უქმნიდა პრობლემებს, რაც მოსავლის რაოდენობაზე და ხარისხზე აისახებოდა.პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 2 850 000 ლარს შეადგენს.სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალონისი“ აწარმოებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით