სიახლეები

სიახლეები

19 ნოემბერი, 2021

ინფრასტრუქტურული პროექტები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მოადგილესთან ერთად, სოფელ შინდისში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ე.წ. „ნახალოვკის“ უბანში 1275 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იგეგმება ასევე მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და გვერდულების მოწყობა.


ამ დრომდე სოფლის ამ უბანში გზის საფარი ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა უსაფრთხო გადადგილებას და პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას.


გასულ წელს ნახალოვკის უბანში, სადაც 120-მდე ოჯახი ცხოვრობს, ახალი სასმელი წყლის სისტემაც მოეწყო. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების შემდეგ, მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, დაიგეგმა გზის საფარის მოწყობაც.
ამ ეტაპზე სასმელი წყლის სიტემის მოწყობა ხორციელდება შინდისი ე. წ. „ხარებაანთ უბანშიც.“


სამუშაოების დასრულების შემდეგ, 180 - მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის რეაბილიტაცია, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობა. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი გარდამავალია და ის 2022 წელს დასრულდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით