სიახლეები

სიახლეები

03 მარტი, 2018

გორის მერმა დედის დღე სამშობიარო სახლებში მყოფ დედებსაც მიულოცა

კონსტანტინე თავზარაშვილი მოადგილესთან, ეკატერინე სუხიშვილთან ერთად ქალაქის სამშობიარო სახლებს სტუმრობდა. მათ ახალშობილების დედებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. გარდა მელოგინეებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თაიგულებით აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებიც დაასაჩუქრეს.

დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა დედას. ძალიან გახარებული ვარ. დედების უმეტესობამ, ვისაც დღეს საჩუქრები გადავეცი, მესამე შვილი მოავლინა ამ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა ერთი და ორი, არამედ სამი და უფრო მეტი შვილის გაჩენას." - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. კონსტანტინე თავზარაშვილმა სამშობიარო სახლებში 19 ახალშობილის დედა დაასაჩუქრა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით