სიახლეები

სიახლეები

20 ნოემბერი, 2021

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვა. მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, მერიამ ესეების კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სამი გამარჯვებული შეირჩა.

პირველი ადგილი სკოლა „ეისის“ მოსწავლემ სალომე ლომიძემ დაიკავა. გამარჯვებულებს გორის მერიის მხრიდან „ბიბლუსის“ ვაუჩერები გადაეცათ. ასევე თავისი ფავორიტები დააჯილდოვა „მეცნიერებათა სკოლისა“ და კოლეჯ „ამაგის“ დამფუძნებელმა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების საბაზო - საშუალო აფეხურის 112 - მა მოსწავლემ.

საუკეთესო 11 ესეს გორის მერია კრებულის სახით დაბეჭდავს.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით