სიახლეები

სიახლეები

03 დეკემბერი, 2021

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოეწყო.

გამოიფინა თორმეტი წარმატებული შშმ პირის ფოტო. მათ შორის მოხვდნენ ის ადამინებიც, რომლებიც ადგილობრივ თვითმართველობაში არიან დასაქმებულები. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებერებულ ორგანიზაციებში 8 შშმ პირი მუშაობს.

გამოფენა პროექტის „ჩვენი ხმის ფარგლებში“ ხორციელდება. პროექტს გორში მოქმედი ორგანიზაცია „კეთიდღეობისა და განვითარების ცენტრი“ პორონურ ფონდთან „VEDRA” - თან ერთად ახორციელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე ღონისძიების ორგანიზატორებს შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რომლის მიზანიც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა იქნება.

საჯარო მოხეელებმა სტუმრებს გააცნეს ის პროექტები და პროგრამებიც, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში შშმ პირების თანაბარი შესაძლებლოების უზრუნველსაყოფად და მათი რეაბილიტაციისთვის ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით